|
2015-06-02 13:06:09, 542 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მაისში რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით შემცირდა
2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 43%, იაპონია – 20%, ლატვია – 5%, ესტონეთი – 16%, გერმანია – 5%, აშშ – 28%, კანადა – 149%, და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 4 760 721, ყაზახეთი – 1 731 126, უკრაინა – 1 072 530, პოლონეთი – 644 672, ჩინეთი – 602 917 ბოთლი. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ითაა შემცირებული. რუსეთში ღვინის ექსპორტი 70 პროცენტით შემცირდა, უკრაინაში კი 57 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 5 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის: 2012 წელს ექსპორტირებული იყო 7 240 265 ბოთლი და 2013 წ. – 9 212 386 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (22 779 153), რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)