|
2025-10-02 09:30:41, 1626 ნახვა
საზოგადოება
კალაძე თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე - ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ უბედურმა შემთხვევებმა, რომელიც მისი მერობის პერიოდში დედაქალაქში მოხდა, ის, როგორც ადამიანი, გაანადგურა. ამის შესახებ კალაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც დედაქალაქში პროექტების განხორციელების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ წლის განმავლობაში? 8 წლის განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ უფრო მასშტაბურია. იმ სამწუხარო, უბედურმა შემთხვევებმა, რაც თბილისში მოხდა, პირადად მე დამანგრია, გამანადგურა, როგორც ადამიანი. ყოველთვის ყველაზე მთავარი, რაზეც განსაკუთრებულად ვსაუბრობთ, სანამ სამუშაოები დაიწყება, ეს არის უსაფრთხოება. ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომა, იმ კომპანიებსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ძირითადი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად გათვალისწინებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)