21:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 11:26:01, 1049 ნახვა

საზოგადოება
TV პირველი ბექა ონიანზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს

TV პირველი 27 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, ავტომობილების პარკინგზე ბექა ონიანი, რომელიც მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ მიწაზე ეცემა.

ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში. 

ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს. 

 ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო. 

ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics