02:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 13:19:47, 2411 ნახვა

მსოფლიო Lifestyle
მიხეილ ჯანელიძემ და Jigsaw-ს დირექტორმა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე ისაუბრეს

ნიუ-იორკში ვიზიტს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს სკოტ კარპენტერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით  ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ სფეროში, საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. 

განსაკუთრებული ყურადღება პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან  დაპირისპირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა,  მსოფლიოში არსებული ფართომასშტაბიანი  კიბერ-შეტევების ფონზე,  კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფორმაციული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

Jigsaw ამერიკული კორპორაციის Google-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ-იორკშია ბაზირებული და გლობალური გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ საშუალებებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ექსტრემიზმისა და კიბერ-ტერორიზმის  წინააღმდეგ ბრძოლა და მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics