03:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 10:57:50, 1444 ნახვა

სპორტი
პრემიერ-მინისტრი: პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.

მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.
პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და  დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics