09:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 14:46:00, 777 ნახვა

ეკონომიკა
„m²“-მა თბილისში გამწვანების აქცია გამართა და 100 ძირი ნერგი დარგო

დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“ განაგრძობს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განხორციელებას.

დღეს, „m2 უძრავი ქონება“-მ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო.

„m²“-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწავნების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია.

 „m² უძრავი ქონება“-ის გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო: კედარის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში, აქტიურად მონაწილეობდნენ  კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია, ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი  პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ.

დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზურნავს: გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics