22:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 11:32:44, 830 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს,  გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.

მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და განათლებისა და კულტურის საკითხებზე გამახვილდა. ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის, ასევე აჭარის ბიზნეს-ფორუმის იტალიაში, კერძოდ კი ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ბარში დაგეგმვის საკითხში.

ცნობისთვის, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოღვაწეობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლი ვაშინგტონში მოღვაწეობდა, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის" შემდგომ პერიოდში. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, იგი ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი.

იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი ინვესტორებისა და ტურისტების რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება.

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics