10:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 10:47:56, 7376 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ერისადმი მიმართვა დაანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საღამოს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ამერიკელებს მიმართავს. - ამის შესახებ The Hill იტყობინება.

ტრამპის მიერ დაგეგმილი პირდაპირი მიმართვის შესახებ განცხადება მის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნდა.

„ხვალ, აღმოსავლეთის დროით 21:00 საათზე, თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში ერისადმი მიმართვას ვაპირებ. მოუთმენლად ველი თქვენთან „შეხვედრას“. „ეს ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი წელი იყო და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს დონალდ ტრამპი.

მან თავისი მიმართვის თემასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის მეორე ვადის პირველი წლისთავი ახლოვდება. ნოემბრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მისი მოწონების რეიტინგი 2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

თუმცა, The Hill-ისა და Decision Desk HQ-ის ამ კვირაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგი მას შემდეგ კვლავ გაიზარდა 44.8%-მდე.

უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ნდობის რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელით სარგებლობს უკრაინელებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics