17:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 20:45:28, 1327 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

მისი თქმით, 12 მაისიდან “რეგულარულად იმუშავებენ გუნდები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინული და უნგრული მხრიდან”.

სტეფანიშინას თქმით, სამომლაპარაკებლო ჯგუფები იმუშავებენ “იქამდე, სანამ არ განვსაზღვრავთ ამოცანების სრულ სიას თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრული მხარის შეშფოთების საგანია”.

“ველით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე და გათვლა გვაქვს, რომ 12 მაისიდან უკვე გვექნება შუალედური შედეგები” , - განაცხადა სტეფანიშინამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 29 აპრილს, უნგრეთში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ბუდაპეშტისგან არანაირი რადიკალური ან ნეგატიური განცხადებები არ მოუსმენია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics