11:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 09:35:03, 1132 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კროპივნიცკიზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიზე მასიური შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი, მრავალსართულიანი შენობები. როგორი დაცინვაა - მტრის დრონებმა მშვიდობის ქუჩას დაარტყეს“, - აღნიშნა რაიკოვიჩმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც „უკრზალიზნიციამ“ რიგი მატარებლების მარშრუტი შეცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics