12:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 16:13:19, 924 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - ყველა უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია

კურსკის ოლქში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურისა და განსაკუთრებით უცხოელი დაქირავებულების, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად კლასიფიცირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში არაერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს.

„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ სწრაფი და ეფექტური ოპერაციების სერია ჩაატარეს და კურსკის ოლქში მტრის ჯარების დაჯგუფებების განადგურებას ასრულებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics