11:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:47:12, 767 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო ბაზებზე გეგმური მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე I მსუბუქ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადაში არსებულ სიტუაციასა და და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო გარემოს გაეცნო.

„მინდა შემოვიარო ბრიგადები და ადგილზე გავეცნო საბრძოლო მომზადების მდგომარეობასა და არსებულ პრობლემებს. ამჟამად ვიმყოფები პირველ მსუბუქ ქვეით ბრიგადაში. ეს ის ბრიგადაა, რომელშიც ჩამოყალიბებულია ნატოს სწრაფი რეაგირების დანაყოფი. შენაერთის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და ის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აკონტროლებს. თითოეული მებრძოლის მოტივაცია და მზადყოფნა ძალიან მაღალია. შენაერთი კვალიფიცირებული ოფიცრებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც მაქსიმალურად შევეცდებით“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებს გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლის. მონიტორინგი საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics