14:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:26:14, 964 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი: წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა

„ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ასევე იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება.

მინისტრის განმარტებით, შესაძლებლობების შერჩევის პროცესი შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას უზრუნველყოფს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების თანამედროვე შეიარაღების სისტემებით ჩანაცვლდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics