2020-03-20 11:54:28, 2000 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს პარლამენტში შესულ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსაც, ტემპერატურას უზომავენ
საქართველოს პარლამენტში შესულ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებს ტემპერატურას უზომავენ.
აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება.
პირები, რომლებსაც 37-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, არ დაიშვებიან შენობაში.
გარდა ამისა, პარლამენტში ამოქმედდა შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან საკანონმდებლო ორგანო მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან