2018-07-16 00:59:47, 7428 ნახვა
High - Tech
ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა
ახალი სიცოცხლე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
"ურალის ავიახაზების" მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს "ტავ-ჯორჯიას" პერსონალი ეხმარებოდა. ამჟამად, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ავტორი: ,