22:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 12:24:56, 624 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის (ADDIGE/TEMPUS) დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პიონერია ადიქტოლოგიაში (დამოკიდებულების მეცნიერებაში) უმაღლესი და უწყვეტი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაძლებლობებს დაუპირისპირდეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მათივე ცნობით, ADDIGE (http://www.addige.eu/) პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის TEMPUS პროგრამის მიერ, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში, ძირითადად საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროექტებს. პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი განისაზღვრება საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურზე სასწავლო კურსების შემუშავებითა და დანერგვით, რაც წარმატებით განხორციელდა, ასევე, შემუშავებულია ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა GIPA-სა და BSU-ს მონაწილეობით. ზემოთაღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს ამ და სხვა აქტივობების შეჯამებასა და საზოგადოებისა და პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის გაცნობას. დარგში მომუშავე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ჩეხი, გერმანელი და პოლონელი ექსპერტები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics