23:52 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 14:19:59, 3820 ნახვა

კულტურა
საპარტნიორო ფონდის პარტნიორმა კომპანიამ, შესაძლოა, ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ ახლებური ვერსია დააფინანსოს

ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდის InfraPartners Management-ის დაფინანსებით, შესაძლოა 20 წლის შემდეგ, მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ ახლებური ვერსია გადაიღონ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საპარტნირო ფონდში განუცხადეს, ფილმის გადაღება მხოლოდ იდეის დონეზეა და მასში საპარტნიორო ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ ფილმიდან კომერციული მოგება შემოვა.

InfraPartners Management-მა გასულ კვირას საპარტნიორო ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ InfraPartners Management-ი საპარტნიორო ფონდთან და კერძო ინვესტორთან ერთად მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანების შესაძლებლობას განიხილავს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე InfraPartners Management-მა ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულის“ ახლებური ვერსიის გადაღების დაფინანსების სურვილი გამოთქვა, ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში პროექტს ჰოლივუდის სცენარისტებს დაუკვეთავს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკური კომპანიის ინიციატივას მიესალმება და თუკი InfraPartners Management-ის იდეა კომერციული პროექტის სახეს მიიღებს და ქვეყნისთვის მომგებიანი პროდუქტი გახდება, არ გამორიცხავს   ფონდი პროექტის დაფინანსებაში ჩაერთოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics