2016-03-09 13:57:13, 777 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ კოკში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაასრულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. მონოლითური რკინაბეტონის ხიდ-ბოგირი 9 მეტრის მოცულობისაა და მისი სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელდა.
წლების განმავლობაში ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც საფრთხეს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უქმნიდა. სტიქიის შედეგად კი ხიდზე გადასვლა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.
ხიდ-ბოგირით ისარგებლებს კოკისა და ორსანტიის მოსახლეობა.
ხიდ-ბოგირის მშენებლობისთვის სარეზერვო ფონდიდან 29.735 ლარი იქნა გამოყოფილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან