2015-09-11 11:23:46, 1006 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობის კეთილმოწყობის ცენტრმა რუხის ციხე დაასუფთავა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ისტორიული ნაგებობის რუხის ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოხდა.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, რუხის ციხეს მუდმივად ჰყავს უამრავი ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი. ტურისტებს სუფთა გარემოში შეუძლიათ დასვენება და შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის დათვალიერება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ კეთილმოწყობის ცენტრის ინფორმაციით რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორია ეკალბარდებისაგან და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან