01:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 10:56:30, 12746 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში ახალი პაციენტი არ მოთავსებულა. გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა და ამ 19 გამოჯანმრთელებულიდან 3 ჩვენი ცენტრიდანაა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა. კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს. ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პროგნოზულად არაკეთილსაიმედი იყო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა იმდენად დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, რომ ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს. მეორე პაციენტი, რომელიც შედარებით ახალია, ჯერჯერობით კვლევ მძიმედ რჩება. მისი მდგომარეობა არასტაბილურია. უატრდება მკურნალობა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics