2020-05-18 12:02:43, 14294 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - ბოლო ათი დღეა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია
„ბოლო ათი დღეა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 28 პაციენტია. მათგან მხოლოდ ერთია რეანიმაციაში
„ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი, 28 კოვიდ ინფიცირებული გვყავს. მათი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია, ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
დანარჩენ პაციენტებთან არანაირი პათოლოგური ცვლილება არ ვლინდება.
ბოლო ათი დღეა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან