|
2020-05-14 11:27:54, 12045 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - რაც უფრო ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა
რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში შესვლაზე და გამოსვლაზე შეზღუდვები იხსნება. „წესების დაცვა აუცილებელია, რათა თანმიმდევრულად და შედარებით სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, რაც დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, ასევე 18 რიცხვიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)