12:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 10:44:18, 8374 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, ისინი საკარანტინე სივრციდან არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის  წყარო ცნობილია, ისინი საკარანტინე სივრციდან არიან.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი მკურნალობს.

„ამჟამად კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი და ეს არის დაახლოებით, დადასტურებული პაციენტების 39%. ხუთივე ახალი პაციენტი არის ცნობილი წყაროდან და ყველანი იყვნენ საკარანტინე სივრცეში. ჩვენთან არც ერთი არ არის შემოყვანილი.

ჩვენს ცენტრში რჩება უცვლელი სიტუაცია. გვყავს 33 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა რჩება იგივე. შეგვეცვალა მძიმე პაციენტების სტრუქტურა. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს და მასთან დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადად პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics