23:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 19:40:26, 19823 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 12-დან 15-მდე კლასტერია, ეპიდემიოლოგებს განსაკუთრებული ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზე აქვთ მიპყრობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს დაახლოებით 12დან 15-მდე კლასტერია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია ქვემო ქართლის რეგიონზე, კერძოდ, მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრი წყაროზე.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული 198 შემთხვევაა.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ეტაპზე ჩვენ ვანიჭებთ, მოგეხსენებათ, რამოდენიმე კლასტერია ქვეყანაში, დაახლოებით 12-15-მდე, რასაც ჩვენ ვეძახით კლასტერებს. ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონზე და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე, ეს გახლავთ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები. ჩვენ ვიმყოფებოდით ქვემო ქართლის რეგიონში და დავსახეთ იქ მთელი რიგი ღონისძიებები, რატომ, იმიტომ რომ ეს რეგიონი ერთ-ერთი დაზიანებულია, მთლიანად ამ

რეგიონში გვაქვს 198 დადებითი შემთხვევა 604 შემთხვევიდან, რაც მთელი შემთხვევების 33%-ია. ბოლნისში არის 117 დადებითი შემთხვევა, შემდეგ თეთრწყაროში 48 და მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა მოსახლეობის, 2000-მდე ადამიანს ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და 198 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლისთვისაც ამ კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაინტენსივდება მუშაობა ამ რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაოდენობა, გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულები და მათ დროულად ვუმკურნალოთ“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics