2020-05-03 16:25:02, 22773 ნახვა
ომი უკრაინაში
ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი, ინფიცირებული სპორტსმენის დედაა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ გარდაცვლილი პაციენტი ინფიცირებული სპორტსმენის დედაა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
„უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან