2020-05-03 11:51:53, 9072 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი მკურნალობს - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი რჩება.
რატიანის თქმით, ამ რვა პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
„რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს, გვყავს 8 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, გემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ვნახოთ რა იქნება.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რაც შეეხება, 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და ხორციელდება მათი მონიტორინგი", - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან