2020-05-03 11:11:42, 8285 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მოათავსეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მოათავსეს.
საავადმყოფოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში მძიმე პნევმონიით 5 ადამიანი რჩება, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ ერთი კოვიდ ინფიცირებულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოჯანმრთელდა ორი პირი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან