2020-05-02 13:45:20, 6899 ნახვა
ომი უკრაინაში
კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმია
კახეთში კორონავირუსის პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, მედიკოსებს ანალიზი 30 აპრილს ჩაუტარდათ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი ვირუსის მატარებელია.
ამ ეტაპზე მედიკოსის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,