16:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 10:12:07, 9589 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 18 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსზე 18 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

მისი თქმით, კლინიკაში 59 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 40 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„ჩვენთან ამ წუთას 59 პაციენტია მოთავსებული , აქედან 40-ს დადასტურებული აქვს კოვიდ ინფექცია. ინფიცირებულების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. მეტად საყურადღებო ორი პაციენტია მათ აქვთ პნევმონია, მაგრამ არც ერთ მათგანს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. აქედან ველოდებით ერთ პაციენტზე მეორე უარყოფითი ტესტის დადასტურებას და თუ ასეთი პასუხი მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ასეც იქნება, მაშინ ის გაჯანმრთელებულად ჩაითვლება", - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics