03:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 13:57:14, 7474 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ ათ ახალ პაციენტს, ორმხრივი პნევმონია აღენიშნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მათგანთან ფიქსირდება ორმხრივი პნევმონია.

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 74 პაციენტი. გუშინდელი გაგზავნილი ტესტებიდან 10 მოვიდა დადებითი და დღეისათვის გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი. დღეს ვაპირებთ 30 ნიმუშის გაგზავნას და, რა თქმა უნდა, დღის ბოლოს მივიღეთ პასუხს. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება და მზად ვართ ამისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში და კატასტროფულ სიტუაციას არ უნდა გავცდეთ. ამიტომ უნდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომ ვიყოთ მობილიზებული და დავიცვათ ერთმანეთი.

ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ჟანგბადდამოკიდებულნი არიან, ორმხრივი პნევმონიაა ყველასთან, პრაქტიკულად“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics