2020-04-10 16:17:33, 12572 ნახვა
ომი უკრაინაში
ნოუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა მასობრივი დაკრძალვა მიმდინარეობს
ნოუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა მასობრივი დაკრძალვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიუ-იორკის შტატში კოროვირუსით ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში.
BBC-ის ცნობით, შტატის მიერ დადასტურებული Covid-19– ით ინფიცირბეულთა შემთხვევები, ხუთშაბათს 10 000 – ით გაიზარდა და 159 937 – ს მიაღწია, აქედან 7 000 გარდაიცვალა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მთლიანობაში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 466 299 შემთხვევა დაფიქსირდა და დაიღუპა თითქმის 16 686 ადამიანი.
წყარო: BBC
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან