2020-03-30 10:39:45, 15946 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კოვიდ19-ით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის წყარო ცნობილია
კოვიდ19-ით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის წყარო ცნობილია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ეს 6 პაციენტი არის ბოლო ორ ინფიცირებულთან კონტაქტი.
„დღეს დილის მონაცემებით 97 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 97 დან 47 არის ჩვენთან. ჩვენ გუშინ, როგორც იცით, ერთი შემოგვემატა ეს არის წყარო ინგლისი. დანარჩენი 6 პაცინტის წყარო ცნობილია, ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგ ორის კონტაქტია.
მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,