16:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 15:01:30, 534 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის შემდეგ, ვეტოს გამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ

„ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების მიზეზს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ამის გამოყენების მიზეზს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში,  წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა. ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლება-მოსილებაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics