2019-03-20 22:31:58, 3295 ნახვა
სპორტი
ტყვიის სროლა: ლიზი კილაძე ბრინჯაოს დაეუფლა
ოსიეკში (ხორვატია) მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში ლიზი კილაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ფინალურ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა 214.3 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული თურქმა სევაი იაიდა ტარჰანმა მოიგო - 237.1 ქულა, ვერცხლი კი რუს ნაძეჟდა კოლოდას ერგო (235.6).
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან