12:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 09:44:26, 549 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მარნეულში საავიაციო ბრიგადას ესტუმრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, მინისტრთან ერთად მარნეულში გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგო ძაგნიძე იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანისა და განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მარნეულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. 

„გამომდინარე იმ დიდი სამუშაოებისა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, ქვედანაყოფში ჩათვალეს, რომ ადგილობრივი ძალებით შეეძლოთ ყველაფერს გამკლავებოდნენ. ამიტომ, გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროში დახმარების შესახებ, დამატებითი თხოვნა არ ყოფილა. ადგილზე მინდოდა მენახა, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. სახურავები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს. ამ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა საავიაციო ბრიგადის დათვალიერების შემდეგ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ საავიაციო ბრიგადაში არსებული ინფრასტრუქტურის სახურავები დააზიანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics