2015-06-19 16:53:15, 699 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2432 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2432 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა, 2.2431 ლარადაა შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მყარდება. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5368 ლარი იქნება, დღეს კი ერთი ევრო 2.5556 ლარი ღირს.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან