12:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 09:38:19, 609 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. მათ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა.

ქართველი სამხედროები მისიისთვის გერმანიის სამ სხვადასხვა ბაზაზე - ვილდფლეკენში, ლეტლინგზენში და ჰამელბურგში ემზადებოდნენ. წვრთნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის ორგანიზებით ჩატარდა. ხუთი თვის განმავლობაში გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიოდნენ. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც ჩაუტარდა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული გერმანიაში 2015 წლის 23 იანვარს გაემზავრა. „ალფა“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მაზარ-ი-შარიფში იმსახურებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics