00:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 15:23:16, 671 ნახვა

ეკონომიკა
დავით ონოფრიშვილი: მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოუმზადებელია

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოუმზადებელია.

ონოფრიშვილის თქმით, ხარჯები დროულად უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ხარჯის გაწევა მოხდება.

„მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ, არის დავა, რა შეამცირონ. ამასობაში დრო გადის. ბევრი ხარჯი იქნება გაწეული და 6 თვის შემდეგ შესამცირებელი ძალიან ცოტა იქნება. ამიტომ მთავრობა ამისთვისაც მოუმზადებელი იყო. კიდევ ერთი კვირით გადაიგდო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა შემცირება, ვიღაცას უნდა. ფაქტია, რომ მთავრობაშიც და საზოგადოებაშიც უნდა იყოს ერთობლიობა, როდესაც გიჭირს უნდა შემოიჭირო ქამრები, ამას ბევრი გადადება არ უნდა. განაცხადეს, რომ სოციალურ ხარჯს არ შეეხებიან, არც ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ უნდა შეეხონ. კეთილი ინებონ და მოიკლონ ადმინისტრაცული ხარჯები, რასაც აპირებენ კიდეც, თუმცა ჯერ ვერაფერი ვნახეთ კონკრეტული დაწერილი ქაღალდზე“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics