00:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 15:41:50, 752 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ოხრახუშის დეფიციტია

თბილისში ოხრახუშის დეფიციტია. რამდენიმე სავაჭრო ქსელში ოხრახუშის ძველ მარაგს ყიდიან. ზოგ ქსელებში კი, საერთოდ არ იყიდება. 
ოხრახუშის  დეფიციტია ასევე ბაზარში. ვარკეთილის ე.წ. თათრების ბაზრობაზე ოხრახუში მხოლოდ ერთ  ადგილას იყიდება და  1 კონის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ მწვანილის მოვაჭრემ განუცხადა, თბილისში ოხრახუშის შემოტანა არ ხდება, რის გამოც ფასები მკვეთრად გაზრდილია.

"ექსპრესნიუსს" ფერმერთა გაერთიანებაში უთხრეს, რომ წყალტუბოს რაიონიდან, კერძოდ სოფელ მაღლაკიდან, ფარცხანაყანევიდან, გვიშტიბიდან სადაც მწვანილის დიდი რაოდენობა მოდის, ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე მწვანილის მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ექსპორტიორები მომგებიან ვითარებაში ჩააყენა.

ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინფორმაციით, იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმეს და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლეობით 25 000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში ( 2013 წლის მონაცემებით ექსპორტის 43.5%), ბელარუსში (17.2%), აზერბაიჯანში (17%), ლატვიაში (11.7%), ბულგარეთსა (4.5%) და მოლდოვაში (2.7%) გადის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics