2015-05-19 19:27:12, 504 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა და სავალუტო ფონდის მისიამ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა.
სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს, თბილისში ორი კვირა იმუშავებს.
ამ პერიოდში მისიის წევრები მუშაობას გააგრძელებენ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან, ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან