2015-05-19 16:54:38, 695 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ 2.3378 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3567 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა.
1 ევროს ღირებულება ხვალ 2.6204 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6895 ლარს შეადგენს.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0691 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან