2015-05-13 18:25:06, 628 ნახვა
ეკონომიკა
იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი თბილისს ეწვია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თბილისს იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი პიერ კარლო პადოანი ეწვია.
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრები ურთიერთსასარგებლო იქნება როგორც ქართველი ბიზნესმენებისათვის ისე იტალიელი ინვესტორებისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან