21:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 05:29:54, 1611 ნახვა

Lifestyle
საწოლში პრინცთან - ვის ხვდება ჰარი უინდზორი?

"ჩვენ წყვილი ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც დადგება ის დრო, როცა წინ წავალთ და ჩვენს ისტორიას სხვებს გავაცნობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, ეს ერთად ყოფნაა", - უპასუხა მოდელმა და მსახიობმა მეგან მარკლიმ ჟურნალისტის კითხვას მისა და პრინც ჰარიზე ფარული რომანის შესახებ.

გოგონას ახლო მეგობრებმა ჟურნალისტებს იმ გარემოებების შესახებ უამბეს, რომლებიც წყვილის შეხვედრას წინ უძღოდა. მსახიობი ებიგეილ  სპენსორი ამბობს: "ის (მეგანი) განსაკუთრებულად ელეგანტურია. ტანსაცმელში უპირატესობას წლების განმავლობაში უცვლელად კლასიკურ სტილს უპირატესობას ანიჭებს. როცა მეგანს ელაპარაკები, შენს უნიკალურობას გრძნობ. მისი ბედნიერების ხილვა ჩემთვის ბედნიერებაა".

მეგან მარკლის მეორე ცნობილი მეგობარი სერენა უილიამსი ამბობს, რომ გოგონა "ბედნიერებისგან ანათებს". აგრეთვე სელენა მეგანს იმასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ პრესას "საბაბი არ მისცე" როცა პოპულარული ხარ.

მეგან კარლისა და პრინც ჰარის ურთიერთობები 2016 წელს დაიწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს ბრიტანელმა ტანსაცმლის დიზაინერმა მიშელ ნოუნამ გააცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics