23:05 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 18:36:32, 2722 ნახვა

Lifestyle
სააკაშვილი: უკრაინის საზღვარზე განგაში გამოცხადდა, ავტომობილების საბარგულებში მეძებდნენ

„გუშინ უკრაინის მთელ საზღვარზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიგეგმა დაკავების ოპერაცია და ავტომობილების საბარგულებში მეძებდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„გუშინ, მას შემდეგ, რაც ჩვენი დეპუტატების ჯგუფმა ჩემთან ერთად გამართა შეხვედრა პოლონეთის სეიმის დეპუტატებთან და ავტომობილით გაემგზავრნენ უკრაინაში, უკრაინის მთელ საზღვარზე გამოცხადდა განგაში და საგანგებო მდგომარეობა. დაიგეგმა დაკავების ოპერაცია. (ეს ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც მე თავად ვმსახურობდი ამ საზღვარზე). ადამიანებს აჩერებდნენ იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩვეულებრივ და თითოეულის საბარგულს ამოწმებდნენ. რას ეძებდნენ საბარგულებში? მე მეძებდნენ!

იმავდროულად, გუშინ რადაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. რა სახის ფსიქიკურ გადახრასთან გვაქვს საქმე?“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და საზღვარზე არსებული ვითარების ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს.

შეგახსენებთ, 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და მისი პასპორტები გაუქმებულია, გუშინ იგი პოლონეთში ჩავიდა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთში შესვლისას მას არავითარი პრობლემა არ შექმნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics