2015-03-06 12:10:56, 405 ნახვა
სამართალი
გურჯაანში 2 მაღაზია გაქურდეს
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში 2 სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, წაღებულია სხვადასხვა პროდუქტი და გარკვეული ოდენობის თანხა.
გამძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან