2016-06-07 09:37:44, 3571 ნახვა
კულტურა
ბათუმში დღეს „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება.
დღეს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე" მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: "Sunday Morning", "Moves Like Jagger", "Sugar" და სხვა.
„Maroon 5"-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi" ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა" და „New York Brass Band"-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi" საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან