11:41 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 15:46:36, 604 ნახვა

სხვადასხვა
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, FAO-ს მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის ბაზაზე მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგი, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სარგავი მასალების ლაბორატორიული კვლევის საკითხებში.

უწყების ინფორმაციით,  ტრენინგი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ლაბორატორიული ანალიზის, ხარისხის განსაზღვრისა და სერთიფიცირების სრულყოფილი სისტემის შექმნას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მეთესლეობის სექტორის გაუმჯობესებისა და თესლისა და სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოებში.

აღსანიშნავია, რომ სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics