02:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-23 18:46:20, 1902 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ცნობით, ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი იზოლატორში გააშიშვლეს, ბუქნები აკეთებინეს

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, ტვ პირველის დაკავებულის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილის უფლებები დაკავების მომენტიდან არსებითად დაირღვა. კერძოდ, მიგინეიშვილის ინფორმაციით, მამნიაშვილი ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. ასევე, იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.

"გამთენიისას, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ, დიღმის იზოლატორში შეასახლეს და მოვინახულე ტვ პირველის ჟურნალისტი — გიორგი მამნიაშვილი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია. არსებითად დაირღვა გიორგი მამნიაშვილის უფლებები: გიორგის განმარტებით, დაკავების მომენტიდან, მათ შორის პოლიციის შენობაში ყოფნისას, ტრანსპორტირებისა და იზოლატორში შესახლებისას — მუდმივად ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ორივე ზემოთ აღნიშნული ქმედება კანონით არის პირდაპირ აკრძალული. ველოდებით სასამართლოს ჩანიშვნას"- წერს მიგინეიშვილი.

22 ნოემბერს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რვა ადამიანი დააკავა. მათ შორის ტვპირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics