03:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 11:52:16, 836 ნახვა

სამართალი
წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ჯებირის დაზიანებისთვის პატიმრობაში მყოფმა ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა საპატიმრო დატოვეს

 წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო ომარ ოკრიბელაშვილმაც დატოვა. ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს საბა მეფარიშვილიც.

მეფარიშვილსა და ოკრიბელაშვილს ბრალად ედებოდათ 2024 წლის 14 მაისს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება.

 საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 14 მაისს პროევროპულ აქციებზე დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებოდა. 2025 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის შემდეგაც ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილის მოსამართლე ნათია გუდაძემ სასჯელის სახედ 3 წელი განუსაზღვრა, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,5 წელი გაუხდათ.

აქედან მსჯავრდადებულებმა 1,5 წელი რეალური სასჯელი მოიხადეს , 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანმა პენიტენციურ დაწესებულება საპროცესო შეთანხმებიდან 10 თვეში დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics