13:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-25 10:19:16, 1655 ნახვა

სამართალი
სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, იქამდე კი თავად ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება.

დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“, ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics